LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია

64
1617714532-ჯანმო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე გია ცაცაშვილისა და მაია ზარიძის კანდიდატურებს გაუწია რეკომენდაცია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით კანდიდატურების მოსმენის პროცესი საკმაოდ ინტენსიურად წარიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები.

„დაისვა არაერთი შეკითხვა კანდიდატურების საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ ხედვებთან დაკავშირებით და კომიტეტმა მხარი დაუჭირა შესაბამის კანდიდატურებს. ეს საკითხი უკვე განიხილება პლენარულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრაზე დადგებიან ასევე ის კანდიდატურებიც, ვისაც კომიტეტის მხრიდან რეკომენდაცია არ გაეწია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები