LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: „ჩათვალეთ, რომ ეს არის თითქმის 100-პროცენტიანი გარანტი იმისა, რომ თქვენ გრიპისგან დაცული ხართ…“

1305
pulsichxaidze-2021-02-01-09-06-09-095065

რადიო „ფორტუნას“ „დილის სტუმარი“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე გახლავთ.

პირველ რიგში მოგვიყევით, როგორია თქვენი დილა?

ჩემს დილას რამდენიმე შემადგენელი ნაწილი აქვს, დაახლოებით ნახევარი საათი, 40 წუთი ვუთმობ ფიზიკურ აქტივობას, მეორე ნაწილი გახლავთ კომპიუტერიდან ინფორმაციის მიღება, ამ დროს მივირთმევ ჩაის და რაიმე მსუბუქ საკვებს, ეს არის და ეს.

დღეს ექიმები უკვე ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ზამთრის სეზონზე ორი ვირუსის ერთდროული ცირკულირება იქნება აქტუალური…

გამოსავალი არის იგივე, რასაც 15 მარტიდან ვიმეორებ, ეს არის ვაქცინაცია. გრიპთან მიმართებაში ჩვენ გაცილებით დიდი გამოცდილება გვაქვს, უკვე 10 წელზე მეტია, საქართველოში გრიპის ვაქცინას ვიყენებთ, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ყოველწლიურად იცრება. ბავშვებში 6 თვის ასაკიდან შესაძლებელია აღნიშნული ვაქცინის მიღება, გრიპის სამიზნეს სწორედ ბავშვები წარმოადგენენ.

რაც შეეხება მტკივნეულ თემას, კორონავირუსის ვაქცინაციას, სტატისტიკამ იკლო, არადა, ბოლო დღეების მაჩვენებლები სერიოზული შეშფოთების საგანია, ამიტომ ორი ვირუსის პანდემიისას, თუკი კორონავირუსის ვაქცინაციას დავუმატებთ გრიპის ვაქცინას და დავიცავთ იმ ღონისძიებებს, რაც უკვე ჩვენთვის კარგა ხანია ცნობილია, ჩათვალეთ, რომ ეს არის თითქმის 100-პროცენტიანი გარანტი იმისა, რომ თქვენ გრიპისგან დაცული ხართ.

ამბობენ, რომ გრიპის ვაქცინის გაკეთება რეკომენდებულია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ბაღსა და სკოლაში დადიან…

ბავშვების ასაკიდან ჩვენო ორი ჯგუფი გვაქვს გამოყოფილი, 2 და 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ეს არის ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციის ძალიან მკაფიო რეკომენდაცია. რაც შეეხება სკოლის ასაკის ბავშვებს, ეს უკვე დამოკიდებულია მშობელზე. პრაქტიკიდან ცნობილია, რომ გრიპის ვაქცინა 24, 25%-ში კოვიდისგანაც გვიცავს.

თქვენი აზრით, ღირს თუ არა ამ პერიოდში ბავშვების გაშვება სკოლებსა და ბაღებში?

ნიღბის ტარება ჩვენ უკვე დაშვებული გვაქვს 2 წლიდან ასაკობრივ ჯგუფში. ასე რომ, ასწავლეთ ბავშვებს ნიღბის ტარება. აკონტროლეთ ის გარემო, რომელიც ბაღშია. ბავშვების იზოლირება და სახლში გაჩერება ძალიან ბევრ ნეგატიურ ფაქტორს იწვევს. თუმცა, თუკი ბაღში ოთახი არ ნიავდება, პერსონალი არ არის აცრილი, ჯობია, სახლში დავტოვოთ.

რამდენად აგრესიულია ამ ეტაპზე კოვიდის მიმდინარეობა ბავშვებში?

ბოლო მუტაციამ, ე.წ „დელტა შტამმა“ დაინფიცირებულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავა, გარდაცვალების სტატისტიკაც საგრძნობლადაა მომატებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები