LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ივანიშვილის ხელისუფლებამ მკაფიოდ მოინიშნა თავი, როგორც მოძალადე ჯგუფების ღია მოკავშირემ” – ოპოზიცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

101
b214bb7dcc7543e8ed04a721ed3f11b4-60e31b7b260c9

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებს ოპოზიცია ერთობლივი განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ “ივანიშვილის ხელისუფლებამ დღეს განსაკუთრებით მკაფიოდ მოინიშნა თავი, როგორც ქართული სახელმწიფოს მტერმა და ანტიდასავლური, მოძალადე ჯგუფების ღია მოკავშირემ”.

“პრემიერ-მინისტრის მიერ დილით გაკეთებული განცხადება იყო დღის განმავლობაში განვითარებული მასობრივი ძალადობის პირდაპირი წახალისება და მოძალადეთათვის მიცემული დაუსჯელობის გარანტია.

დღეს ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ჩვენი თანამოქალაქეების, პარლამენტის წინ მყოფი სამოქალაქო აქტივისტების, ლგბტქ ჯგუფის წევრების და მათი უფლებადამცველების, ათობით თავისუფალი მედიის წარმომადგენლის , ჩვეულებრივი მოქალაქეების და ბავშვების მიმართ ძალადობის პირდაპირი, დაუფარავი წახალისება და დაორგანიზება ვიხილეთ.

შოკისმომგვრელია პოლიციელების გამიზნული უმოქმედობა ორგანიზებული მასოვრივი ძალადობის წინაშე. შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით, აქტივისტები, ჟურნალისტები და მოქალაქეები დამნაშავეებს შეატოვეს, მათ დაცვაზე ხელი აიღეს და საკუთარი მოვალეობა არ შეასრულეს. საგანგაშოა რომ ამ ყველაფრის ორგანიზებაში და პროპაგანდირებაში ერთად მოქმედებდნენ ხელისუფლება, სასულიერო პირები და ღიად პრორუსული ჯგუფები. ეს პროგანდა გაცდა ღირსების მარშის პრინციპულ საკითხს და მთლიანად თავისუფალი საზოგადოების იდეას და საქართველოს პროდასავლურ არჩევანს დაუპირისპირდა.

შსს: ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი

55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი, - აცხადებს უწყება.

დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარე მასობრივი ძალადობის აღკვეთის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ოპოზიციას, თავად ძალადობის სამიზნეებს და დაზარალებულებს აკისრებენ რითაც ადასტურებენ, რომ მათი მიზანი არა მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ მათი დაშინება და ძალადობის შემდგომი წახალისებაა.

სიმბოლურია რომ მოძალადეებმა ევრიკავშირის დროშაზე მიიტანეს იერიში. ნათელია რომ ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს დაბრუნებას თავისუფალ სამყაროში.

მოვლენების ეპიცენტრში სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად – ჟურნალისტები, რომლებიც ძალადობრივი ჯგუფების სამიზნედ იქცნენ

ამ უმძიმეს ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალია, საკუთარი ძალისხმევით დაიცვას სამოქალაქო თავისუფლება და ქართული სახელმწიფოს მომავალი. ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრის და მთელი საზოგადოების კონცენტრაცია ხელისუფლების შეცვლაზე და ამავდროულად ნებისმიერ შავრაზმულ მოძალადე ჯგუფებთან მკაფიოდ გამიჯვნა.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • თავისუფალი დემოკრატები,
  • დროა,
  • ევროპული საქართველო,
  • ენმ,
  • გირჩი- მეტი თავისუფლება,
  • პროგრესი და თავისუფლება,
  • დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო,
  • კანონი და სამართალი,
  • სტრატეგია აღმაშენებელი,
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის,
  • ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა,
  • სამართლიანობისთვის,
  • გამარჯვებული საქართველო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g