LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილს ვხვდები იმავე სასტუმროში, სადაც გახარიას ვეჭუკჭუკე: სააკაშვილი

1145
898989

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ სასტუმროში სადაც ცოტა ხნის წინ გიორგი გახარიას შეხვდა, ამჯერად ივანიშვილთან შეხვედრას გეგმავს.

„a very good morning from Washington d.c.

წინა ჩამოსვლაზე ხო გახარია დავიბარე და ახლა, პირდაპირ ივანიშვილს ვხვდები იმავე სასტუმროში, სადაც გახარიას ვეჭუკჭუკე, ამიტომ აუცილებლად გამოაგზავნეთ „იმედის“ და „რუსთავი 2“-ის კამერები“. – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ერთ სასტუმროში  ცხოვრობდნენ. მოგვიანებით ყოფილმა პრემიერმა დაადასტურა, გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ერთ სასტუმროში შემთხვევით აღმოჩნდნენ და ყოფილი პრეზიდენტი არ უნახავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები