სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის თქმით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოს თანხის მობილიზებას “სირცხვილია” ორგანიზებას გაუწევს.”დიახ!!! ამ თანხასაც შევუგროვებთ, საბოლოოდ გამართლებასაც მივაღწევთ და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობასა აუცილებლად დავასრულებთ”,- წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.