LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იწვევს თუ არა „ასტრაზენეკა“ უშვილობას, რას შეიცავს ვაქცინა – პაატა იმნაძის განმარტება

5298
ასტრაზენეკა 55

ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები ვაქცინის უკუჩვენებებზე საუბრობენ. მათი ერთ-ერთი ვერსიით „ასტრაზენეკამ“ შესაძლოა უშვილობა გამოიწვიოს.

საკითხის კომენტირებისას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ  „ვაქცინები დამზადებული 1973 წელს აბორტირებული ნაყოფის კლონებისაგან“.

„ხაზგასასმელია, რომ ვაქცინების ძალიან დიდი ნაწილი არ შეიცავენ აბორტირებული ნაყოფის უჯრედებს, მაგრამ მათი დამზადების ტექნოლოგიის ადრეულ ეტაპზე გამოიყენება 1973 წელს აბორტირებული ნაყოფის ქსოვილოვანი კულტურის ხაზები, რომელიც მთელი მსოფლიოს ლაბორატორიებშია.

ამიტომ ის, რომ დღეს ვიღაცა ახლა ბავშვების აბორტს აკეთებს იმიტომ, რომ ვაქცინა დაამზადოს, რა თქმა უნდა, ტყუილია.  ამაზე იყო ძალიან დიდი კამათი, რელიგიურ ეთიკაზე კამათს არ მოვყვები. არა მარტო ქრისტიანულ სამყაროში, სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ამაზე, მათ შორის რელიგიის სპეციალისტებიც თავისებურად ხსნიან ამას სახარებაზე დაყრდნობით. ეს უკვე ჩემი პრეროგატივა არ არის, ეს შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ.

მაგრამ, ამისათვის არსებობს მეორე გამოსავალი, ვისაც რაღაცა ეთიკური მიზნებით მიაჩნია, რომ ან „ფაიზერი“ ან „ასტრაზენეკა“, რომელშიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მართლაც ტექნოლოგიის საწყის ეტაპზე ქსოვილოვანი კულტურა გამოიყენება, რომელიც არის 1973 წელს აბორტირებული ნაყოფის კლონებისგან დამზადებული, მათ შეუძლიათ გამოიყენონ თავისუფლად მაგალითად ჩინური ვაქცინა, რომელიც ტექნოლოგიურად დამზადებულია ვეროუჯრედებზე, ხოლო ვეროუჯრედები თავის მხრივ დამზადებულია მაიმუნის თირკმლის ქსოვილისაგან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო, თუმცა ქვეყანაში ვაქცინირებულთა რიცხვი ამ დროისთვის ძალიან დაბალია. კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოში მხოლოდ 4 200 ადამიანამდეა ჯერჯერობით აცრილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები