LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე: თუ ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა იქნება, შეფასდება პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის მცდელობად

116
ბადრი ჯაფარა

“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების სავარაუდო შეწყვეტის კომენტირებისას განაცხადა, რომ თუ იქნება ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა, ეს შეფასებული იქნება, როგორც მცდელობა პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის“.

ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა

მისი თქმით, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ მოიხსნა ყველანაირი ყადაღა, რაც არის შედეგი საერთაშორისო პარტნიორების და საზოგადოების ძალისხმევის, ასევე ეს ადასტურებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას.

“გუშინ ჩვენ გაგვამართლეს იმ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც სამი წელია წაყენებული გვაქვს, გუშინ რაღაც ახალი ბრალი გამოჩნდა. რაც შეეხება ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, “ქართული ოცნების” ლიდერების შეფასებას ვუსმინე, ისინი ამბობენ, რომ ამ თემას განიხილავენ, შეაფასებენ, მათგან რაიმე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია.

თუ იქნება ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა, ეს შეფასებული იქნება, როგორც მცდელობა პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის, მაგრამ ჯერჯერობით “ქართული ოცნების” მხრიდან ამ საკითხზე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია,”- განაცხადა ჯაფარიძემ.