“ახლა ჩვენ ამას ვუკეთებთ „დელტა შტამს“, გავუღეთ კარი და ვუთხარით, აი, მობრძანდით, რა!” – ამის შესახებ ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში კოვიდვითარებას ის გარემოება ამძიმებს, რომ მოსახლეობის მხოლოდ 3-4%-ია აცრილი.
„დელტას შტამმა“ რაც აჩვენა, ამ მომენტში, გარკვეულწილად შეცვალა მოსაზრება, მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა იყოს აცრილი. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ დაახლოებით 60% უნდა იყოს, თუმცა ახლა ნახეს, რომ 80%-მდე უნდა ავიდეს. ანუ, არა მარტო აცრილები, არამედ პლუს ის, ვინც კოვიდი გადაიტანა.
საქართველოს მდგომარეობა ძალიან პრობლემურია. 3-4%-ია აცრილი და ამას ზღვაში წვეთიც კი არ შეიძლება ეწოდოს. მით უფრო, რომ საქართველოში შეზღუდვები მოხსნილია, საზღვრები – გახსნილი და ტურისტული სეზონია. უამრავი ხალხია და თან როგორც ირკვევა, ამ ტურისტულ სეზონზე ეს ხალხი არანაირ წესებსაც არ იცავს, ხომ, რა გითხრათ?! ეს ხუმრობაც არ არის. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხად ითვლებიან და უყვართ, ყველას თან გადაჰყვნენ. ახლა ჩვენ ამას ვუკეთებთ დელტა ვირუსს, გავუღეთ კარი და ვუთხარით, რომ აი, მობრძანდით, რა!“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.