LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებზე მუშაობს

68
ipiccy-image

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების შესახებ ახალი კანონპროექტი პარლამენტს დეკემბრის თვეში წარედგინება.

„ჩვენ დაპირებისამებრ ვმუშაობთ აქტიურად, ჯანდაცვის მინისტრი მუშაობს ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებზე და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა წარდგენილი იქნება პარლამენტში დეკემბრის თვეში. რა თქმა უნდა, ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ პარლამენტთან ერთად ამ საკითხზე,“- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და მთავრობა ვალდებულია, ამაზე დროული რეაგირება მოახდინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები