LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი: ყველა ხარჯი, რომელიც ე.წ. ვიპ სერვისებთან ხელოვნურად იყო შექმნილი და პაციენტს ჯიბიდან დამატება უწევდა, მკაცრად ავკრძალეთ

43
ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ყველა ხარჯი, რომელიც ე.წ. ვიპ სერვისებთან ხელოვნურად იყო შექმნილი და პაციენტს ჯიბიდან დამატება უწევდა, სამინისტრომ აკრძალა.

ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე, დაზღვევასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 1 ნოემბრიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების ახალი მოდელი და პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად საყოველთაო და კერძო დაზღვევით სარგებლობენ, უფლება აქვთ, ერთჯერადად – სამედიცინო მომსახურების ხარჯი კერძო სადაზღვეომ სრულად დაუფინანსოს.

„1 ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების ახალ მოდელზე, მსოფლიოში ყველაზე აპრობირებულ მეთოდზე გადავედით, სადაც კლინიკაში შესვლიდან გასვლის ჩათვლით, პაციენტის ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე DRG ტარიფის გამოთვლა ავტომატურ რეჟიმში ხდება და ამის მიხედვით ხდება გადახდა.

ყველა ის დანარჩენი ხარჯი, რაც ე.წ. ვიპ სერვისებთან ხელოვნურად იყო შექმნილი და პაციენტს ჯიბიდან დამატება უწევდა, ჩვენს შემთხვევაში მკაცრად ავკრძალეთ.

შესაბამისად, ყველა იმ პაციენტს, რომელსაც სურვილი ექნება, რომ ამ ვიპ სერვისებით ისარგებლოს, იმ შემთხვევაში, თუ თან დაზღვეულია, თან საყოველთაო დაზღვევით სარგებლობს (ეს ძირითადად, პენსიონერებს ეხებათ), ერთჯერადად მივეცით ამის უფლება, რომ შეიძლება საყოველთაო ჯანდაცვიდან გაეთიშოს და სადაზღვევომ დაუფინანსოს სრულად.

პენსიონერის შემთხვევა რომ წარმოიდგინოთ, რომელსაც, მაგალითად, 5 000 ლარიანი ოპერაცია სჭირდებოდა, 90%-ს ჩვენ ვუფინანსებდით და 10%-ს სადაზღვევო უმატებდა. ამ შემთხვევაში, თუ არ ექნება სურვილი, ან უნდა, რომ რაღაც განსაკუთრებული სერვისი გაიკეთოს, გავა ერთჯერადად და სრულად სადაზღვევოს დასაფინანსებელი იქნება. მე ვფიქრობ, სამართლიანია, იმიტომ, რომ ძირითადი ხარჯების ნაწილი ჩვენზე მოდიოდა, ხოლო სადაზღვევოს პრემიის გადახდას სადაზღვევოში ახდენდნენ, აქედან გამომდინარე, ეს მხოლოდ ჩვენი ტვირთი არ უნდა იყოს და ვფიქრობ, რომ სამართლიანად ლაგდება ეს ბაზარი“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ინსულტისა და ტრავმების შემდგომი რეაბილიტაცია ბიუჯეტიდან დაფინან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები