LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანმო: ჩვენ მივაღწიეთ პლატოს, თუმცა ეს პლატო საკმაოდ მაღალ დონეზეა

85
Jack Kingsley R.N. attends to a COVID-19 patient in the Medical Intensive care unit (MICU) at St. Luke's Boise Medical Center in Boise, Idaho on Tuesday, Aug. 31, 2021. St. Luke's Health System announced on Tuesday that it will pause certain elective surgeries and procedures starting Sept. 1 because of increasing COVID-19 cases in Idaho.   (AP Photo/Kyle Green)

კორონავირუსის შემთხვევების თვალსაზრისით მსოფლიო პლატოზე იმყოფება. თუმცა სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვანაირი სიტუაციაა. ამის შესახებ კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა.

„ჩვენ მივაღწიეთ პლატოს, თუმცა ეს პლატო  საკმაოდ მაღალ დონეზეა“. – აღნიშნა მან.

„ბოლო დროს ინფიცირების  4.4-4.5 მილიონი და გარდაცვალების 67-68 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა სიტუაცია გვაქვს“. – ხაზგასმით აღნიშნა  მარია ვან კერკხოვემ.

მისი თქმით, ამერიკაში დაინფიცირებისა და სიკვდილიანობის შემთხვევები მატულობს. ევროპაში აღინიშნება დაინფიცირებულთა რიცხვის შემცირება და გარდაცვალებულთა რიცხვის მატება, ხოლო აფრიკაში ეს ციფრები მცირდება.

„სიტუაცია საგანგაშოა“. – შეაჯამა სიტყვით გამოსვლა ჯანდაცვის ექსპერტმა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც 20 თვეა, პანდემიაა და ჩვენ მასთან ბრძოლოს ინსტრუმენტები გვაქვს.

შეშფოთება გამოთქვა ასევე ჯანმოს საგანგებო პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმაც.

„ჩვენ ვუბრუნდებით სიტუაციას, რომელშიც არ გვსურს აღმოვჩნდეთ“. – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, თუნდაც მაღალი ვაქცინაციის პირობებში, არის შემთხვევების მატება.

ექსპერტის თქმით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსს ჯერ კიდევ აქვს დიდი ენერგია და პოტენციალი.

გარდა ამისა, რაიანმა გაამახვილა ყურადღება მსოფლიოში ვაქცინებთან არსებულ სიტუაციაზე.

„ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინა ბევრია, მაგრამ ხალხს არ სურს ვაქცინაცია, ზოგგან კი ხალხს სურს აიცრას და ვაქცინა არაა“, – აღნიშნა მან 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები