Amazon-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ბეზოსმა კომპანიის 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს, რომელიც წერს, რომ საფონდო ბირჟიდან მიღებული თანხის უდიდეს ნაწილს ბეზოსი თავის მეორე კომპანიას, Blue Origin-ს მოახმარს, რომელიც ილონ მასკის SpaceX-ის უმთავრესი კონკურენტია.

Bloomberg-ის ცნობითვე, 2021 წლის ზაფხულში Blue Origin პირველად გაუშვებს ასტრონავტების გუნდს კოსმოსში. მისიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ინვესტორების ინტერესი კომპანიისადმი გაიზრდება.

ცნობისთვის, ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, მისი ქონება ამჟამად, 177 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები