სულ მალე ეკრანებზე გამოდის გაი რიჩის ხალი ფილმი „ოპერაცია ფორტუნა: გამარჯვების ხელოვნება“, რომლის მსოფლიო პრემიერა 21 იანვარსაა დაგეგმილი. ინტერნეტში ჩნდება პირველი კადრები ლეგენდარული რეჟისორის ახალი ფილმიდან. ფოტოებს ექსკლუზიურად გამოცემა „ინთერთეიმენთი“ ავრცელებს და ვიცით, რომ მასში მთავარ როლებს ჯესიონ სტეთჰემი, ობლი პლასა, ჰიუ გრანტი და ჯოშ ჰარტნეტი ასრულებენ.
ფილმი ეკრანებზე ჯერ არ გამოსულა, თუმცა, პირველი კადრების გავრცელებამ უდიდესი ემოცია გამოიწვია და მას უამრავი ნახვა აქვს. მაყურებელი სულმოუთქმელად ელის გაი რიჩის ახალ ფილმს, რომლის ჟანრიც შეფასდა, როგორც ჯაშუშური ტრილერი.
ახალ ფილმში მთავარი გმირები ჰოლივუდის ვარსკვლავი დენი ფრანჩესკი, იარაღით მოვაჭრე მილიარდერი გრეგ სიმოდნსი და ჯაშუში ორსონ ფორჩუნგი არიან. ფილმის სცენარზე გაი რიჩისთან ერთად აივენ ატკისნოსმა და ამარტინ დევისმა იმუშავეს.