LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯემალ სეფიაშვილი: „პუგაჩოვა ემიგრაციაში არ წასულა… თამრიკო გვერდწითელის მეტი სალაპარაკო არ გვყავს?!.“

2822
jemali

ჯემალ სეფიაშვილი ვახო ხუზმიაშვილის გადაცემას სტუმრობდა და ისაუბრა რუსეთში შექმნილ ვითარებაზე, მან აღნიშნა, რომ ალა პუგაჩოვა, მისი ინფორმაციით, რუსეთიდან ემიგრაციაში არ წასულა.

ჯემალ სეფიაშვილი: 

„პუგაჩოვა ემიგრაციაში არ წასულა, მას ისრაელში სახლი აქვს, კარი აქვს, წავიდა, რომ ცოტა ხანს იქ იყოს… მე ვიცი, რომ ისრაელშია. ასე ძალიან ბევრი წავიდა ქვეყნიდან, ყველა ის ვარსკვლავი, რომელთაც ჩვენ კარგად ვიცნობთ და სიამოვნებით ვუსმენთ…“

 

ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა ასევე კომენტარი გააკეთა თამარ გვერდწითელის შესახებაც:

„თამრიკო გვერდწითელმა თავისი კარიერა ქორწილებსა და ნათლობებში კი არ გაიკეთა. მთელი მსოფლიო ელოდება და პატივს სცემს. ქალი გამოვიდა და თქვა, რომ არ ყოფილა იმ კონცერტზე და არც უნდა ყოფილიყო. თამრიკოს მეტი სალაპარაკო არავინ გვყავს?! ჩვენები ჩვენთან აქ… დანაშაულს არავინ სჩადის? მაინცდამაინც თამრიკოს და სოსოს მივწვდით იქ ხომ? ტაში…“

ალა პუგაჩოვამ რუსეთი, ოჯახთან ერთად, კერძო თვითმფრინავით დატოვა

6 მარტს კრემლის სასახლეში დაგეგმილ კონცერტზე სოსო პავლიაშვილი, თამარ გვერდწითელი და „ა სტუდიო“ იმღერებენ