ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმარი, მუსიკოსი მარკ ენტონი შეყვარებულია. 53 წლის ვარსკვლავს ახალი რჩეული ჰყავს და ეს მადუ ნიკოლაა. ახალგაზრდა ლათინოამერიკელი ლამაზმანის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ მას ინსტაგრამზე 19 ათასი გამომწერი ჰყავს.
ინფორმაცია წყვილის რომანზე მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც მარკ ენტონია რჩეულთან ერთად ლათინური მუსიკის დაჯილდოვების ცერემონიაზე გამოჩნდა. წყვილი წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებული გამოვიდა და მოგვიანებით, ფოტოგრაფებთან საჯარო კოცნის სცენაც გაითამაშა.
ეს არის პირველი შემთხვევა ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შემდეგ, როცა ენტონი ახალ სიყვარულზე საჯაროდ ალაპარაკდა.