საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილებიდან ერთ-ერთი პირი „ჯეო ჰოსპიტალის” საგარეჯოს ფილიალიდან ბინაზე გაეწერა.
კლინიკის დირექტორის, მამუკა ოტიაშვილის განცხადებით, პაციენტს აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი ნაკვეთი ჭრილობები, მცირე დაზიანებები, რომელსაც კლინიკაში მკურნალობა გაეწია და დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით ბინაზე გაეწერა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, „ჯეო ჰოსპიტალის” საგარეჯოს ფილიალში რჩება სამი პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
„კლინიკაში ღამის განმავლობაში შემოყვანილი იყო 6 პაციენტი ცეცხლ ნაკვეთი ჭრილობებით. მათგან ერთ-ერთი [პოლიციელი] გარდაცვლილი იყო. ერთი კი, თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაშია გადაყვანილი. დანარჩენი ოთხი პაციენტი საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალში” აგრძელებდა მკურნალობას. ოთხიდან ერთი ამბულატორიულ მკურნალობაზე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა. სამს გადაუდებელი ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა. მათგან ორის მდგომარეობა სტაბილურია. ხოლო ერთი, რომელიც კრიტიკულად მძიმე პაციენტია, ამ ეტაპისთვის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს მკურნალობას. მდგომარეობა კრიტიკული რჩება, უტარდება შესაბამისი მკურნალობა. დინამიკა ამ ეტაპისთვის უცვლელია. მას ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები აქვს მუცლის ღრუსა და ბარძაყის მიდამოებში. დანარჩენებს კი, ვისაც ოპერაცია ჩაუტარდა, ქვედა კიდურის ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები ჰქონდათ”, – განაცხადა ოტიაშვილმა
შოკისმომგვრელი იყო.. ბოლომდე მჯეროდა, რომ სიზმარი იყო – რას ჰყვება საგარეჯოში სროლისას დაჭრილი