LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ კიდევ იმ სიხარულისა და აღმაფრენის ქვეშ ვარ, რასაც “ნაციონალების” პარლამენტში შემოსვლა ჰქვია: ხვიჩია

46
1552908159-იაგო-ხვიჩია

“ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში მისვლას ეხმიანება “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია და ამბობს, რომ ამ ფაქტის გამო “ჯერ კიდევ სიხარულისა და აღმაფრენის ქვეშ არის”. 

“ჯერ არ მინახავს ჩემი კოლეგები, ჯერ კიდევ იმ სიხარულისა და აღმაფრენის ქვეშ ვარ, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” შემოსვლა ჰქვია, მერე როცა ცოტა გადამივლის, მერე ვილაპარაკოთ. მათ რომ ვნახავ, კმაყოფილების გრძნობა დამრჩება, რადგან პარლამენტი შედგა როგორც იქნა და მინიმუმ კაცნაკლული არ არის, ან ცოტა კაცი აკლია.

ახლა კმაყოფილების გრძნობა მაქვს ჯერ კიდევ, ამ თამაშში, რასაც საკანონდებლო ორგანო ჰქვია, იმდენი რაოდენობის ხალხია საჭირო, რამდენიც კონსტიტუციაში გვიწერია და რამდენიც ხალხმა აირჩია. აქამდე პოლიტიკური თამაშში არ გამოდიოდა და იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლა ამას შესაძლებელს გახდის, რაც თავისთავად ცხადია, დამოკიდებულია “ნაციონალური მოძრაობის” ქცევაზე და დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ცოტას შეცვლის ყველა ჩვენგანის ქცევებს.” – თქვა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, 7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტში მივიდნენ, ისინი საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვებიან.

ჩვენი საპროტესტო აქციები გაგრძელდება როგორც ქუჩაში, ასევე პარლამენტში: ბეჟაშვილი

შევდივართ და შევდივართ, მეტი რა უნდა ვთქვა – ნატო ჩხეიძე

პარლამენტში ვბრუნდებით… მოვედით, რომ საქმე ვაკეთოთ, ბოიკოტმა თავისი როლი შეასრულა: რომან გოცირიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g