LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჯერჯერობით, ოთხი შემაშფოთებელი ვარიანტი გაჩნდა და უფრო მეტი იქნება, სანამ ვირუსი გავრცელებას განაგრძობს“ – ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

177
1588004670-f3a25b99-c804-4ae4-bd82-10b47f8a487c

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ მოსალოდნელია კორონავირუსის უფრო მეტი ვარიანტი გამოჩნდეს, რადგან ვირუსი მუტაციას განაგრძობს.

ამის შესახებ ჯანმოს დირექტორმა “ტვიტერის” გვერდზე დაწერა.

„ჯანმო გაფრთხილებით გამოვიდა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა, ის იცვლებოდა და კვლავ განაგრძობს ცვლილებას. ჯერჯერობით, ოთხი შემაშფოთებელი ვარიანტი გაჩნდა და უფრო მეტი იქნება, სანამ ვირუსი გავრცელებას განაგრძობს“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები