LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი: აშშ გმობს რუსეთის თაღლითურ მცდელობას, მოახდინოს უკრაინის ტერიტორიის ანექსია, რუსეთი ფეხქვეშ თელავს გაერო-ს წესდებას და გამოხატავს ზიზღს მშვიდობიანი ერების მიმართ

60
jo

“ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მცდელობების მხარდაჭერას კონტროლი აღადგინოს მის ტერიტორიებზე,” – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

„აშშ გმობს რუსეთის დღევანდელ თაღლითურ მცდელობას, მოახდინოს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ანექსია. რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, ფეხქვეშ თელავს გაერო-ს წესდებას და გამოხატავს თავის ზიზღს ყველგან მშვიდობიანი ერების მიმართ. არ შეცდეთ: ამ ქმედებებს არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია. აშშ ყოველთვის პატივს სცემს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას თავის ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად მისი პოზიციების სამხედრო და დიპლომატიური გზით გაძლიერებით, მათ შორის 1,1 მილიარდი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დამატებითი დახმარების გამოყოფით, რომელიც აშშ-მა მიმდინარე კვირას გამოაცხადა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც მას სჭირდება თავდაცვისთვის.

„მოუთმენლად ველოდები კონგრესის მიერ კანონის ხელმოწერას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისთვის დამატებით 12 მილიარდ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი მოაწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g