აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის გადაიხდის “საშინელ ფასს” და დამანგრეველი ეკონომიკური შედეგების წინაშე აღმოჩნდება.
”მე აბსოლუტურად მკაფიოდ ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ თუ ის უკრაინაში გადავა, ეკონომიკური შედეგები მისი ეკონომიკისთვის იქნება დამანგრეველი და დამღუპველი”, – განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან, როგორც ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში საზღვარზე აშშ-ის ჯარების გაგზავნა არასდროს განიხილებოდა, თუმცა, მისი თქმით, შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს მოეთხოვებათ მეტი ძალების გაგზავნა აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებში, რათა გაძლიერდეს მათი თავდაცვა.