LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

73
Gunned-Down-Joe-Biden-Transparency-Close-Up (1)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ვაცხადებ ახალი მნიშვნელოვანი პაკეტის შესახებ უსაფრთხოების სფეროში, რომელიც განკუთვნილია უკრაინელი სამხედროების თანამედროვე და კრიტიკული დახმარებისთვის. უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების წყალობით, რომელიც მიღებულია ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერით, აშშ შეძლებს განაგრძოს უკრიანისთვის მეტი იარაღის მიწოდება, რომლებსაც ისინი ასე ეფექტურად იყენებენ რუსეთის შეტევის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბაიდენმა.

დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, უკრაინა ახალ შესაძლებლობებსა და მოწინავე შეიარაღებას მიიღებს, მათ შორის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ს.

HIMARS-ი აღჭურვილი იქნება საბრძოლო მასალებით, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს რაკეტები დაახლოებით 80 კილომეტრზე გაუშვას.

დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს საჰაერო სათვალთვალო რადარებს, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღებას, საარტილერიო ჭურვებს, ვერტმფრენებს, ტაქტიკურ მანქანებსა და სათადარიგო ნაწილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g