LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯოჯოხეთური წელი უშენოდ – გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

1480
shaqara deda

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.

გიორგის დედა, თამუნა შალვაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„1 ჯოჯოხეთური წელი უშენოდ ჩემო სიცოცხლე“. 

2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლების ერთ-ერთ აგარაკზე გამართულ დაბადების დღის წვეულებაზე, ახალგაზრდებმა იჩხუბეს.

გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ.

ჩხუბში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც მცხეთისკენ , ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ წავიდნენ.

შაქარაშვილის საქმეზე 6 პირს განაჩენი გამოუტანეს

19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

სასამართლო სამედიცინო დასკვნების თანახმად, გიორგი შაქარაშვილის 16 სახის დაზიანება, სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დაზიანებების ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, დაზიანებები განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი-ბლაგვი საგნებით. ეს კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს.

მორაგბე ვასილ მახარაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა – ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებულების განაჩენი ცნობილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g