გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი არსებობს, თუმცა ძალადობის ეპიზოდზე დღეს განხილვები გაგრძელდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 8 სრულწლოვანი დამნაშავედ ცნო.
ნიკა ჟვანიას, ირაკლი მუმლაძეს, თენგო ბარბაქაძესა და გიგა ტატოშვილს – 5-5 წელი, მორაგბე ვასილ მახარაძეს კი 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
მათ ძალადობას, ჯგუფურ ძალადობას, მის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.