LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას გერმანიაში ყველა ასაკის ზრდასრულს შესთავაზებენ

91
Untitled design

გერმანიაში, კომპანია “ჯონსონ-ენდ-ჯონსონის” მიერ წარმოებული კოვიდვაქცინა, ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

გადაწყვეტილების შესახებ დღეს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა ისაუბრა და თქვა, რომ მოქალაქეები ექიმის რჩევით გაიკეთებენ ვაქცინებს.

მისი თქმით, გერმანია მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლომდე ვაქცინის 10 მილიონამდე დოზას მიიღებს.

შეგახსენებთ, ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანოებმა და ევროპის მედიცინის სააგენტომ ვაქცინა გამოყენებისთვის საბოლოოდ 12 მარტს დაამტკიცა.

ევროკავშირმა მალევე შეუკვეთა ვაქცინის 400 მილიონი დოზა.

კომპანია “ჯონსონ ენდ ჯონსონის’ წარმომადგენლებმა 25 თებერვალს განაცხადეს, რომ მათ მიერ წარმოებულმა ვაქცინამ კვლევის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და უსაფრთხო და ეფექტიანია 66%-ით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები