LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჯორჯიან ბეიქერსმა” მოხალული მზესუმზირის ახალი ბრენდი გამოუშვა

425

საკონდიტრო საწარმომ ”ჯორჯიან ბეიქერს” საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტი გააფართოვა და ე.წ სნეკების მიმართულებით ახალი ბრენდი გამოუშვა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა თამუნა ჩიტაიშვილმა განუცხადა, მოხალული მზესუმზირის ახალ ბრენდს Premium Snax -ი ჰქვია.

”მზესუმზირების ხაზი გავამრავალფეროვნეთ. Premium Snax -ი სამი შეფუთვით გამოდის- 30, 60 და 100- გრამიან შეფუთვებში, ფასები კი საკმაოდ კონკურენტუნარიანია. არის მსხვილი კალიბრის მზესუმზირა, ვარჩევთ საუკეთესო ნედლეულს მის დასამზადებლად. შესაბამისად, მისი რეალიზაცია საკმაოდ კარგად მიმდინარეობს”, – აღნიშნა ჩიტაიშვილმა. მისივე ინფორმაციით, Premium Snax -ის მოხალული მზესუმზირა უკვე სრულიად საქართველოს მასშტაბით იყიდება.

”მოგეხსენებათ, ქვეყნის მასშტაბით 8 ათასამდე მაღაზია მარაგდება ”ჯორჯიან ბეიქერსის” პროდუქციით. მზესუმზირის ახალი ბრენდი, გარდა ჩვეულებრივი მარკეტებისა, დიდი სავაჭრო ქსელების ნაწილში უკვე შევიდა, ნაწილთან კი თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს”, – განმარტა კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა.

როგორც თამუნა ჩიტაიშვილმა აღნიშნა, კომპანია ახალ რეცეპტურებზე მუშაობას განაგრძობს და უახლოეს მომავალში საკუთარ მომხმარებელს სიახლეებს ჰპირდება.

საკონდიტრო საწარმო ”ჯორჯიან ბეიქერსი” 2008 წლიდან ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე ის 50 დასახელების პროდუქციას აწარმოებს, ყოველთვიურად კი დაახლოებით 150 ტონამდე საკონდიტრო ნაწარმს ქმნის. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ამბობს, ყველაზე პოპულარული საკონდიტროს ნაწარმიდან საბავშვო ხაზია. ”ჩვენი ”სუპერ ბეიბის” საბავშვო ნამცხვრები ძალიან მოთხოვნადია. ის რეკომენდებულია 6 თვიდან ბავშვებისთვის. მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულით და დიდ კონკურენციას უწევს იმპორტირებულ საბავშვო ნამცხვრებს”, – დასძინა თამუნა ჩიტაიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები