LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი პრემიერი თუ შს მინისტრი იყო და ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა -„კრიზისმენეჯერი“ კი არა, „კრიზისმეიკერია“: მეუფე იაკობი გიორგი გახარიაზე

76
იაკობი

ბოდბელმა მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლა უკვე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ეკლესიის საქმიანობაში პირდაპირი გზით ერეოდა.

მეუფე იაკობმა გახარია „კრიზისმეიკერობაშიც“ დაადანაშაულა და თქვა, რომ „ქართული ოცნება“ მას შეცდომით „აპიარებდა.“

„ძალიან ზედმეტ პატივად მიმაჩნია ბატონ გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო. თქვენ იცით ჩემი პოზიცია, მე ის მიკვირს, როგორ უნდა მობრუნდეს, ეკლესიას ისე ექცეოდა… კაცი პრემიერი თუ შს მინისტრი იყო და ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი, რაც ვთქვი, იმას ვადასტურებ.

ხომ ამბობდით, რომ ნასვამმა თქვაო, ახლა აბა ნასვამი ვარ?! ფხიზელი გეუბნებით, ამიტომ ვინც ეკლესიის საქმეებში ერევა.. უბრალოდ მაშინ სახელმწიფო მძიმე მდგომარეობაში იყო და რაღაცები არ გავაკეთე. რომ ვუყურებ თქვენს ტელევიზიებს, როგორ „აპიარებთ?“ 2012 წლის შემდეგ ხმა ვინ უნდა მისცეს? შეხედეთ გვერდით ვინ უდგას ან რა გაუკეთებია?

კიდევ „ლოქდაუნი“ გინდათ? თუ გინდათ, ეს სხვასაც შეუძლია. „ოცნების“ შეცდომა ის იყო, რომ „პიარი“ უკეთეს, მენეჯერი მენეჯერიო, მე გეუბნებით, რომ ის „კრიზისმენეჯერი“ კი არა, „კრიზისმეიკერია,“ – განუცხადა ჟურნალისტებს მეუფე იაკობმა.

პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები, ერთმანეთს სცემენ, რა გასაკვირია, უფროსმა, ღონიერმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა პატარას, ძალა გამოიყენოს: მეუფე იაკობი ბავშვთა პანსიონზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები