LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები, ერთმანეთს სცემენ, რა გასაკვირია, უფროსმა, ღონიერმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა პატარას, ძალა გამოიყენოს: მეუფე იაკობი ბავშვთა პანსიონზე

56
MEUFE IAKOBI

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ „ადამიანებს ასეთ დაწესებულებეში კი არა, გარეთ და პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები – ერთმანეთს სცემენ“.

„რა გასაკვირია, იქ, უფროსმა, ღონიერმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა პატარას, ძალა გამოიყენოს. მე თუნდაც წამორტყმას არ მივესალმები, მაგრამ, როდესაც საუბრობენ გაუპატურებაზე, ფაქტი ხომ უნდა იყოს. თუ იყო ფაქტი, უმკაცრესად დაისჯებიან“. –  ამბობს ეკისკოპოსი.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, თუ პანსიონში რაიმე დარღვევა იყო, სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ.

„ვფიქრობ, მანდ ერთი რამ მოხდა. მეუფე სპირიდონს და ნინო ლომჯარიას არ ჰქონდათ ისეთი პიროვნული ურთიერთობა და როდესაც სახალხო დამცველი არ შეუშვეს, შემდეგ სხვები ჩაერთნენ. პიროვნულმა ურთიერთობამ გამოიწვია ის, რომ ეს საკითხი გახდა ყველას სალაპარკო.

რასაც ვუყურებ ბობხასაზე და დრაკულაზე არ იქნება იმდენი დაწერილი, რაც მანდაურობაზე დაიწერა. თუ რამე დარღვევა იყო, სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ.

დამნაშავე, რა თქმა უნდა, დაისჯება. ერთი არის, რომ დარღვევაა, მაგრამ ბევრი გრანტებზე მონადირე ადამიანი ვნახე“. – აცხადებს მეუფე  იაკობი.

მისივე თქმით, „ადამიანი ვირი არაა და ცემა აუცილებელი არაა“.

„პირდაპირი ადამიანი ვარ და გეტყვით, რომ გრანტებზე მონადირეები ვნახე. ოჯახებში ხდება ხოლმე, 10 და 15 შვილი რომ გყავს, ხმამაღლა დაუძახებ.

სამწუხაროდ, აღზრდის მეთოდი შეიძლება იყოს ეს. ადამიანი ვირი არ არის, ცემა არ არის აუცილებელი. სიტყვით შეიძლება – „გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი“. მაგრამ სისულელეს რომ ლაპარაკობენ, რომ მაცივარში გვამებია…“.- განაცხადა მეუფე იაკობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები