LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადიროვი 16, 15 და 14 წლის შვილებს უკრაინაში ომში აგზავნის – დადგა დრო, მათ თავი გამოიჩინონ

92
kadirovi

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ „უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში“ სამ შვილს გზავნის.

კადიროვი ირწმუნება, რომ შვილებმა წასვლის სურვილი თავად გამოთქვეს.

„არასრულწლოვანმა ასაკმა ხელი არ უნდა შეუშალოს ჩვენი სამშობლოს დამცველების ვარჯიშს.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, რუსეთის გმირის ახმატ-ხაჯი კადიროვის შვილიშვილები – ახმათი, ელი და ადამი შესაბამისად 16, 15 და 14 წლის არიან.

მაგრამ მათი სამხედრო მომზადება დიდი ხნის წინ, თითქმის ადრეული ასაკიდან დაიწყო. საკმარისი არ არის მხოლოდ სროლის ცოდნა.

მათ ასწავლიან სხვადასხვა იარაღს, როგორ გამოიყენონ ისინი ნებისმიერ მანძილზე და თეორიულ საფუძვლებს. ყოველთვის მჯეროდა, რომ ნებისმიერი მამის მთავარი მიზანია შვილებში ღვთისმოსაობის დანერგვა და ოჯახის, ხალხის, სამშობლოს დაცვა ასწავლოს. თუ მშვიდობა გინდა, მოემზადე ომისთვის!

ახმათი, ელი და ადამი მზად არიან გამოიყენონ თავიანთი უნარები და არ ვხუმრობ. დროა გამოიჩინონ თავი ნამდვილ ბრძოლაში და ეს მათი სურვილია, მე მხოლოდ მივესალმები.

მალე ისინი ფრონტის ხაზზე გადავლენ და ფრონტის ხაზის ურთულეს მონაკვეთებზე იქნებიან“.- წერს კადიროვი და პოსტს აღნიშნულ ვიდეოს ურთავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g