ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი უკრაინაში კიდევ 1 000 ჩეჩენი მოხალისის გაგზავნის შესახებ აცხადებს.
როგორც კადიროვმა განაცხადა, დაჯგუფებას მისი ერთ-ერთი თანაშემწე აპტი ალაუდინოვი ხელმძღვანელობს.
მანამდე კადიროვმა აღნიშნა, რომ ჩეჩნეთში ასობით ათასი ახალგაზრდა უერთდება პატრიოტულ აქციას “ჩვენ რეზერვი ვართ” და სურთ, ასევე შეუერთდნენ მოხალისეთა რიგებს “უკრაინაში სპეცოპერაციის დროს”:
“ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში, ჩემი ძვირფასი ძმა აპტი ალაუდინოვი, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან ათასი მოხალისის სათავეში, უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა”, – აცხადებს კადიროვი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ალაუდინოვი გამოცდილი მებრძოლია, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა თავისი სამხედრო პროფესიონალიზმი:
“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველა ბრძანებას ზარალის გარეშე და მაქსიმალური შედეგით შეასრულებს. იზრუნეთ მებრძოლებზე”, – წერს ჩეჩნეთის მეთაური.