LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადიროვმა ახალი ბატალიონების შექმნა დააანონსა – რას წერს ჩეჩნეთის ლიდერი

118
რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი ახალ ბატალიონებს ქმნის, რომლებიც, მისი თქმით, „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ“.

კადიროვის განცხადებით, „ძალიან მალე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ჩამოყალიბდება ოთხი სამხედრო ბატალიონი: ჩრდილოეთი-ახმატი, სამხრეთი-ახმატი, დასავლეთი-ახმატი და აღმოსავლეთი-ახმატი“, რომლებშიც მხოლოდ ჩეჩნები იქნებიან.

„ისინი რუსეთის ფედერაციის სამხედრო სამინისტროების ნაწილია“, – წერს კადიროვი და ამატებს, რომ სოფელ ხანკალაში ბატალიონის საჭიროებისთვის ცალკე შენობა აშენდება.

რატომ დუმხართ? რატომ არ ლაპარაკობთ მეზობლებზე? ამერიკისა და ევროპის სანქციების ეშინიათ, ყველა ჩუმად არის – რამ აღაშფოთა რამზან კადიროვი?

მანამდე კი, კადიროვი უკრაინაში „რუსული სპეცოპერაციის მონაწილეებს“ შეხვდა და ჯილდოები მათ გადასცა, ვინც „სამსახურებრივი და საბრძოლო დავალების შესრულებაში გამოირჩეოდა.“

რუსული მედიის ინფორმაციით, კადიროვმა ახალი ბატალიონების შექმნის სურვილი „რეგიონის ახალგაზრდებში უკიდურესად პატრიოტული განწყობით“ ახსნა.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, ჩეჩენეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, უკრაინაში საბრძოლველად 8 ათასზე მეტი სამხედრო პირი, პოლიციელი და მოხალისე გაგზავნეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g