უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკოსები, ვისაც სურს დაპირისპირება, ხელისუფლების დამხობა. შესაძლოა, ამას ვიღაც გარედან უჭერდეს მხარს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, გვინდა ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში” ცვლილებებს გამოეხმაურა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული საფრთხეები, რომ ვიღაც ჯგუფებმა გარკვეული დაძაბულობა და არეულობა შექმნან, ჩვენ პრევენციული ღონისძიებები უნდა გავატაროთ. მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტის მიღება. ვინც შეეწინააღმდეგება ამას და ვინც ეწინააღმდეგება, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ იმ რადიკალური კურსის გამტარებელია, რაზეც სუს-ი საუბრობდა.
უნდა აღნიშნოს, რომ ჯერ კიდევ მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკოსები, ვისაც სურს დაპირისპირება, ხელისუფლების დამხობა. შესაძლოა, ამას ვიღაცები გარედან უჭერდეს მხარს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, გვინდა ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ“, -აღნიშნა კალაძემ.