პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მოინახულა.
კუჭავას განცხადებით, მონახულების მიზანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგება და იმით დაინტერესება იყო, აქვს თუ არა მას ყველანაირი პირობა. მისივე განცხადებით, პარლამენტში მუშაობს ექიმი და თუ საჭირო იქნება ელენე ხოშტარიას მისთვის მიმართვა ნებისმიერ დროს შეეძლება.
„უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ექიმი მუშაობს და თუ საჭირო იქნება, გამოყენებული იქნება მისი მომსახურებაც. უბრალოდ მაინტერესებდა თუ რამე პირობები აკლდა. ის ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება.
არ გვისაუბრია ჩვენ ელენეს ჯანმრთელობის გარდა არაფერზე, ყველა ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება ეს მათი უფლებაა, ჩემთვის მთავარი იყო იმით დაინტერესება, რამე ხომ არ აკლია, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია და მაქსიმალურად ჰქონდეს ყველანაირი პირობა აქ. კარგია, რომ აქვს შესაბამისი პირობები“,- განაცხადა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ოთახში უკვე მესამე დღეა რაც შიმშილობს.