12 ივნისს, კრწანისის რეზიდენციის კომპლექსში, კახაბერ ცისკარიძის ორგანიზებით Pool Party გაიმართება, სადაც თავად და კიდევ რამდენიმე დიჯეი დაუკრავენ, გექნებათ შესაძლებლობა, მოირგოთ სხვადასხვა სადღესასწაულო აქსესუარი, გაილამაზოთ შაბათი დღე როგორც მუსიკალურად, ასევე სხვადასხვა კოქტეილით და დღის 12-დან საღამოს 9 საათამდე დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

კახაბერი ამ ღონისძიებით თბილისს ემშვიდობება და ბათუმის სეზონს გახსნილად აცხადებს, სადაც აუზთან წვეულებების დიდ სერიას შემოგვთავაზებს.

კახაბერი:

უკვე ბათუმში უნდა გადავინაცვლო, მაგრამ წელს პირველად გადავწყვიტე, რომ გავაკეთო Pool Party, რომლითაც ბათუმის სეზონს გავხსნი, რაც არასდროს ყოფილა. წვეულება, სადაც ადამიანები კარგად დაისვენებენ და გაერთობიან, თბილისში, 12 ივნისს, კრწანისის რეზიდენციის აუზზე გაიმართება. ღონისძიება სერიებად გაიმართება თბილისშიც და ბათუმშიც. ეს ღონისძიება იქნება ძალიან ფერადი, წვეულებებისთვის განკუთვნილი აქსესუარების შეძენა ადგილზეც შეგეძლებათ. ყველა ჩვენს მეგობარს ვთხოვეთ, რომ მაქსიმალურად კოსტიუმირებულები მოვიდნენ. ჩვენც ასე დავხვდებით.

ჩვენ ვიწყობთ ზეიმს, ახლა ბევრი ცნობილი ადამიანი დაესწრება, რადგან ძალიან მოგვენატრა ერთმანეთი. მინდოდა, თბილისისთვის გამეკეთებინა ფართი იმის აღსანიშნავად, რომ აქ სეზონი დავამთავრე და ბათუმში გადავდივარ. ხვალ, ვისაც სურვილი ექნება და წვეულებას დაესწრება, ჩემი ბრენდის სამოსისა და აქსესუარების შეძენასაც შეძლებს. ამ ფართის ასევე დაესწრებიან სპორტსმენებიც, გვინდა, ჯანსაღი ცხოვრების სტილს გავუწიოთ პოპულარიზაცია და ზოგადად, მსურს, რომ შოუბიზნესი და სპორტი, ეს ორი სფერო დავაახლოვო ერთმანეთს.

როგორი იქნება მუსიკალური ნაწილი?

რაც შეეხება მუსიკას, იქნება ექვსი დიჯეი. სხვათა შორის, ამ ივენთზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მე ვარ მუსიკალური პროდიუსერი და წარმოვადგენ საინტერესო ახალ არტისტებს, რომლებიც კარგ მუსიკას შემოგთავაზებენ. მეეჭვება, ვინმე შემომედავოს მუსიკალურ გემოვნებაში. ვფიქრობ, რომ ქართული ნაწილიც დავამატო, რადგან მეც ვუკრავ და ვუკრავ ქართულ გათანამედროვებულს, კახაბერის ლაივ დიჯეი სეტიც იქნება, რა თქმა უნდა, ცოტა გვიან…

ყველა მსურველს შეუძლია მოსვლა?

ვინც წინასწარ დარეკავს და აუზი დაიტევს, ყველას შეუძლია მოსვლა. თავად კრწანისის რეზიდენცია ამ შოუსთვის არაფერს ამატებს, რაც ღირს აუზზე შესვლა, ზუსტად იგივე ფასი რჩება. მეც არ მინდოდა, რომ ფასი მოემატებინათ.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

მსგავსი თემები