კახი კავსაძის სამოქალაქო პანაშვიდები რუსთაველის ეროვნულ თეატრში 29 და 30 აპრილს, 15:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება. მსახიობს რუსთაველის ეროვნული თეატრიდან შაბათს, პირველ მაისს 14:00 საათზე გამოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კახიკავსაძეს საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ. დაკრძალვა გაიმართება შაბათს, პირველ მაისს.
ლეგენდარული მსახიობი კახი კავსაძე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, დღეს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.