LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ივანიშვილი გახლავთ ქველმოქმედი, მეცენატი ადამიანი, რომელსაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის

138
Untitled design - 2023-02-13T162632.753

თბილისი მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, რომელსაც არაერთი პროექტი აქვს დაფინანსებული“.

კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მთავარი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთა, იყო ის რომ 2012 წელს პოლიტიკაში მოვიდა.

„ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ქველმოქმედი, მეცენატი ადამიანი, რომელსაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. რომელი პროექტი ჩამოვთვალო – სკოლების აშენება, ბაღების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნდება, ჯარისთვის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება, ძალიან ბევრია ასეთი პროექტი.

ყველაზე მთავარი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო 2012 წელს მისი გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ის იყო რეჟიმი, რომელმაც დიდი უბედურება მოუტანა ქვეყანას, გააუბედურა ოჯახები, ბიზნესი.

გვახსოვს, როგორი მმართველობა იყო, როგორი დამოკიდებულება იყო და ერთადერთი ადამიანი იყო ბიძინა ივანიშვილი, ვინც შეძლო ამ რეჟიმის დამარცხება. შემოიკრიბა სრულიად საქართველო ირგვლივ და მშვიდობიანი გზით დაასრულა ის სისხლიანი რეჟიმი“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები