2 დღის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღის განმავლობაში მეტროსა და ავტობუსებში მგზავრთა გადაყვანის ჯამური რაოდენობა 1 035 000 იყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, მეტროში ნაკადების მართვა წარმატებით მიმდინარეობს და გასული ერთი კვირის განმავლობაში სადგურის მოედანზე გადაადგილების პრობლემა არ ყოფილა.
“თქვენ იცით, რომ სადგურის მოედანზე ნაკადების მართვა ჩვენი თანამშრომლებით დავიწყეთ, რაც წარმატებით მიმდინარეობს, მინდა ჩვენს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის გაგრძელება, განსაკუთრებით პიკის საათებში. ვაკვირდებოდით, მთელი ერთი კვირის განმავლობაში გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა. ნაკადების მართვას გავაგრძელებთ, როდესაც მგზავრთა დიდი ნაკადი მოიყრის თავს სადგურის მოედნის გადასასვლელ გვირაბში”,- განაცხადა კალაძემ.