LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანდელაკის ქუჩა ისევ გადაითხრება – ახალგამოცვლილი წყლის მილები დააზიანეს

3129
kande3

კანდელაკის ქუჩა, რომლის რეაბილიტაცია 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და სექტემბრის ბოლოს დასრულდა, ისევ გადაითხრება.

დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ კანდელაკზე პრობლემა დაფიქსირდა. მისი ინფორმაციით, მიწისქვეშ კომუნიკაციები სრულად გამოიცვალა, მაგრამ ორ ადგილას მილები დაზიანდა. 

“როცა ვასრულებთ სამუშაოებს, რამდენიმე თვე ვახორციელებთ დაკვირვებას, თუ როგორ მუშაობს მიწისქვეშა კომუნიკაციები. არის სპეციალური მანქანა – რობოტებით, რომელიც ლაივ რეჟიმში ვიდეოკადრებით გვაწვდის ინფორმაციას, რა ხდება მილებში. 

როდის დასრულდება თებერვალში დაწყებული კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია?

პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი იხარჯება.

კანდელაკის ქუჩაზე დაფიქსირდა ორი კონკრეტული ადგილი, სადაც არის უკანონო დაერთება, ყოველგვარი ნებართვის გარეშე და მილები, რაც გავაკეთეთ რამდენიმე თვის წინ, არის დაზიანებული”, – ამბობს კალაძე.

დედაქალაქის მერის განმარტებით, აუცილებლად გამოვლინდებიან პირები, ვინც უკანონო დაერთება გააკეთეს.

 

“ძალიან მძიმე და შეურაცხმყოფელია ასეთი დამოკიდებულება შენი ქალაქის მიმართ. ჩვენ დავიწყებთ ამ კონკრეტული მონაკვეთის მოწერსიგებას და პარალელურად, გამოვიკვლევთ, ვის მიერ იქნა ეს დაერთება. მილიონები იხარჯება, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული. ეს ხომ მხოლოდ დედაქალაქის მერიის არ არის.

ცოტა მეტი ყურადღებაა საჭირო ახალგანხორციელებულ პროექტებზე. ირაკლი ბენდელიანს უნდა დავავალო, რომ მოწესრიგდეს ეს პრობლემა და გამოვლინდეს, ვის მიერ იქნა ეს უმსგავსობა ჩადენილი”, – აცხადებს კალაძე. 

 

კანდელაკის ქუჩაზე ასეთ სურათს მალე ისევ ვიხილავთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები