LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგად ვარ, ვიცი უმრავლესობამ არ იცოდით ჩემი ამბავი, მაგრამ ყველაფერი დასრულდა.. მინდა ყველამ გაიგოს, როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა მინიმალური გამოკვლევა“ – რა ისტორიას უზიარებს მსახიობი სალომე შარვაძე მოქალაქეებს

1765
BeFunky-collage (2)

მოულოდნელად დასმული დიაგნოზი და გზა გამოჯანმრთელებამდე – ამ თემაზე იმედის გადაცემას „დილის შოუ“ მსახიობი სალომე შარვაძე სტუმრობდა.

მან საზოგადოებას საკუთარი ისტორია უამბო, თუ როგორ აღმოაჩინა ერთ-ერთ კლინიკაში სარეკლამო ვიდეორგოლის გადაღებისას მისულმა, რომ ოპერაციის ჩატარება სჭირდებოდა, თუმცა დროულად ჩატარებული გამოკვლევის წყალობით, მსახიობი ახლა თავს კარგად გრძნობს.

გადაცემის გასვლიდან მალევე, სალომე შარაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ამცნო: „კარგად ვარ, ვიცი უმრავლესობამ არ იცოდით ჩემი ამბავი მაგრამ ყველაფერი დასრულდა“

რაც შეეხება თავად ამბავს, სალომე შარვაძემ თქვა, რომ:

„მე ვარ ადამიანი, რომელიც პატარა პრობლემაზეც კი ექიმთან მირბის, თუმცა აღმოჩნდა, რომ არასდროს მქონია რენტგენი გადაღებული. არ დამჭირვებია და ვთვლიდი, რომ არ მჭირდებოდა. ერთ-ერთ კარგ კლინიკას ვუკეთებდი რეკლამას, მიღებდნენ სარეკლამო რგოლში და მთხოვეს, აღნიშნული პროცედურა ჩამატერებინა.

მინდა ყველამ გაიგოს, როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა მინიმალური გამოკვლევა. ძალიან მხიარული შევედი და უცებ ვხედავ, გაოგნებულ სახეებს. გამრავლდნენ ექიმები.

ქაოსური მდგომარეობა აღმოჩნდა კლინიკაში. მითხრეს, რომ ფილტვზე გაქვს წარმონაქმნი, საკმაოდ დიდი. რა აღარ ვიფიქრე იმ წამში.

არავითარი სიმპტომები არ გამაჩნდა და ამ დროს, დაახლოებით, 5 სმ წარმონაქმნი იყო.

 

მსახიობი სალომე შარვაძე სტუმრად „დილის შოუში“

მოულოდნელად დასმული დიაგნოზი და გზა გამოჯანმრთელებამდე – მსახიობი სალომე შარვაძე სტუმრად „დილის შოუში“

Posted by დილის შოუ • The Morning Show on პარასკევი, 14 ოქტომბერი, 2022

 

უდიდესი სტრესი და ნერვიულობა გადავიტანე. ქირურგთან მივედი. მითხრეს, რომ სასწრაფოდ ოპერაცია იყო გასაკეთებელი. ძალიან მალევე გავიკეთე ოპერაცია.

იმდენად თავის დროზე აღმოვაჩინე და დროულად გავიკეთე [ოპერაცია], არც მინდა, წარმოვიდგინო, რა მოხდებოდა.

ე.წ ჩექაფი, რასაც თქვენ ამბობთ, გამიკეთებია, მაგრამ კონკრეტულად ეს გამოკვლევა, არასოდეს. ვთლიდი, რომ არ მჭირდებოდა.

ადამიანები, რისთვისაც გვინდა ვიცლით, წელიწადში ერთხელ ან 2 წელიწადში ერთხელ, ჩემგან არ გესწავლებათ ეს ამბავი, მაგრამ მივხედოთ ჩვენს ჯანმრთელობას. მით უმეტეს არის უფასო პროგრამებიც. საბედნიეროდ, ჩემმა დიაგნოზმა არ იცის გამეორება. ეს იყო ბედნიერება, რომ კლინიკაში თავის დროზე მივედი სხვა საქმეზე, თუმცა ასეთი რამ აღმოვაჩინე”, – განაცხადა სალომე შარვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g