LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარტოგრაფების საქმე“ სტრასბურგში გაიგზავნა

86
ივერი მელაშვილი - ნატალია ილიჩოვა

ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საჩივარი კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ეფუძნება და უკავშირდება მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე.

“საჩივარი დავით ჯანდიერმა მოამზადა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მომჩივნის ინტერესებს წარმოადგენს. საჩივარი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წარმომადგენლებთან თანამშრომლობის ფარგლებში, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით მომზადდა.

საჩივარი კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ეფუძნება და უკავშირდება მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე.

საჩივარში ყურადღებაა გამახვილებული კონვენციით დაცული, თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე კონვენციის საწინააღმდეგო მიზნით, კერძოდ, მომჩივანთა დაკავებაზე მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.

ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

პოპულალურები