LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კეკლუცობის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული ქველმოქმედება პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა” – ბიძინა ივანიშვილი

314
ბიძო

“ქართული ოცნების ” თავმჯდომარე გამოცემა Entrepreneur Georgia -თან ინტერვიუში საკუთარ მიღწევებსა და გეგმებზე საუბრობს. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში მისი მონაწილეობას ყველაზე მთავარ ქველმოქმედებაა.

„ყალბი თავმდაბლობისა და კეკლუცობის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა”, – უთხრა entrepreneur.com-ს  ივანიშვილმა.

ივანიშვილი თვლის, რომ პოლიტიკაში მისმა შემოსვლამ ქვეყანას ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი მშვიდობიანად ჩამოაშორა და სწორედ ამიტომ, ოცნებსი თავმჯდომარის აზრით, ეს მის ცხოვფებაში ყველაზე ღირებული ნაბიჯია. 

„უანგარობის პარალელურად, რაც ჭეშმარიტი ქველმოქმედების აუცილებელი პოსტულატია, პოლიტიკაში მონაწილეობა იმ ვითარებაში, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა”, – განმარტა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერი ქველმოქმედებასთან დაკავშირებით, მის შეხედულებებს განმარტავს და

ამბობს, რომ მისი ხედვა რუსთაველის ფილოსოფიაზეა დაფუძნებული. 

„რაც შეეხება ქველმოქმედებას, ამასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა გენიალური რუსთაველის „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიას“ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული. ეს ხედვა მე ათეული წლების წინ ჩამომიყალიბდა და დაახლოებით 15 წლის წინ, ქართულ პრესაშიც გამოქვეყნდა. ღრმად მწამდა და დღესაც მწამს, რომ

ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის ყოველგვარი აფიშირების გარეშე, თითქმის ანონიმურად ხორციელდება და სწორედ ამ პრინციპის ერთგულებით ვეწეოდი წლების განმავლობაში ამ საქმიანობას, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკა არ შემოვიდა, რომელმაც შეიძლება ითქვას, თავდაყირა დააყენა ყველაფერი“, – ამბობს ივანიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g