LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: პრეზიდენტს დღეს ჰქონდა ძალიან ნათელი, ძლიერი გზავნილი

154
სალომე და კელი

„პრეზიდენტს დღეს ჰქონდა ძალიან ნათელი, ძლიერი გზავნილი. ვფიქრობ, მისი გამოსვლა იყო შესანიშნავი“, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მედიას განუცხადა, რითაც იგი პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„მან ხაზგასმით აღნიშნა ერთიანობის მნიშვნელობა – საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ერთიანობა, მთავრობისა და ქართველი ხალხის ერთიანობა. საქართველოს აქვს ომის ტრაგედიის იგივე გამოცდილება, რაც არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა. ომის ნაიარევები ჯერ კიდევ ახალია. ამის გამოვლინებას ვხედავთ ქართველი ხალხის მხარდაჭერაში“ – განაცხადა კელი დეგნანმა.

დიპლომატის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მოწოდება ერთიანობის შესახებ ძალიან დროული და საჭიროა.

„სადღეგრძელოები“ შინაარსიანი გამოსვლის წინააღმდეგ – როგორ აფასებენ საერთაშორისო პარტნიორები და ოპოზიცია პრეზიდენტის მოხსენებას

პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გზავნილებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა როგორც ოპოზიციაში, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

„პრეზიდენტის გამოსვლა გამოხატავდა ამ სურვილს, რომ დაეხმარონ უკრაინას და ამასთან დასტაბილურდეს ვითარება მთელ რეგიონში და გაერთიანდეს ქვეყანა თანამშრომლობის, კომპრომისისა და დიალოგის გზით. როდესაც მან თქვა „ძალა ერთობაშია“ აბსოლუტურად მართალი იყო“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g