LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კელი დეგნანი: ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას

55
კელი დეგნანი და მიხეილ სააკაშვილი

„მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა მიიღოს ყველაფერი, რაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, კონსტიტუციით არის გარანტირებული“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა და თქვა, რომ საელჩო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას აქტიურად აკვირდება.

როგორც ელჩმა აღნიშნა, აღნიშნულთან დაკავშირებით რეგულარული კონტაქტი აქვთ სახალხო დამცველის ოფისთანაც:

თალაკვაძე: სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს – როგორმე თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას, რომელიც კანონის სრული დაცვით ხორციელდება

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ ვაგრძელებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას. გვაქვს რეგულარული კონტაქტი სახალხო დამცველის ოფისთან დღევანდელი დღის ჩათვლით, რათა მოვიკითხოთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი კეთილდღეობა.

ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მონიტორინგს მათ შორის იმის უზრუნველყოფას, რომ სააკაშვილი იღებს იმას რასაც საქართველოს ყველა მოქალაქე იმსახურებს და რაც გარანტირებულია საქართველოა კონსტიტუციით.“– განაცხადა კელი დეგნანმა.

არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი მოკვდეს ციხეში – ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g