LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კეზერაშვილი: აბსოლუტურად უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ მე და ჩემი ოჯახი დღეს ვართ დევნილობაში

159
დავით კეზერაშვილი

აბსოლუტურად უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ მე და ჩემი ოჯახი დღეს ვართ დევნილობაში, – აღნიშნულის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში „ფორმულას” ეთერში განაცხადა.

„აბსოლუტურად უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ მე და ჩემი ოჯახი დღეს ვართ დევნილობაში. ისევე როგორც უსამართლოდ მიმაჩნია ბევრი ადამიანის მიმართ, რომელიც იყო იმ ხელისუფლების ნაწილი, რომელიც 2003 წელს მოვიდა ხელისუფლებაში – ვარდების რევოლუციის შედეგად, იმ ადამიანების მიმართ დამოკიდებულება დღევანდელი ხელისუფლების.

მე არ ვარ ერთადერთი, რომელიც ამ ხელისუფლების მხრიდან დევნა განვიცადე. ასეთია რამდენიმე მინისტრი, პარლამენტარი და პრეზიდენტი რაც მთავარია, რომელიც დღესდღეობით ჰყავთ ციხეში იმ პირობებში რა პირობებშიც ჰყავთ”, – აცხადებს დავით კეზერაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები