LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბაროვსკის ოლქში მობილიზებულთა ნახევარი სახლებში დააბრუნეს, სამხედრო კომისარი კი დაითხოვეს

54
IPJRKC6ISVLKRDAA55GQEYJN2M

ხაბაროვსკის გუბერნატორი, მიხაილ დეგტიაროვი ადასტურებს, რომ რუსეთის ხაბაროვსკის ოლქიდან უკრაინასთან საომრად მობილიზებულების ნახევარი შეცდომით გაიწვიეს. კერძოდ, გუბერნატორი ამბობს, რომ ბოლო ერთ კვირაში უწყებამ რამდენიმე ათასი ხაბაროვსკელი მიიღო და მათგან დაახლოებით, ნახევარი უკან, სახლში დააბრუნეს, რადგან არ შეესაბამებოდნენ შესაბამის კრიტერიუმებს.

“10 დღეში რამდენიმე ათასმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო გაწვევა და გამოცხადდა სამხედრო რეგისტრაციის ოფისებში. მათგან დაახლოებით ნახევარი სახლებში დააბრუნეს, რადგან ისინი არ აკმაყოფილებდნენ სამხედრო სამსახურისთვის არსებულ კრიტერიუმებს”. – თქვა ხაბაროვსკის გუბერნატორმა.

ამის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს ოლქის სამხედრო კომისარი იური ლაიკო.

თუმცა, დაგტიარევის თქმით, იური ლაიკოს თანამდებობიდან გათავისუფლება გავლენას არ მოახდენს მობილიზაციის პროცესზე და ხელს არ შეუშლის პრეზიდენტ პუტინის “დასახული ამოცანების შესრულებას“.

 

magti 5g