LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი უმრავლესობას: ერთი თხოვნა მაქვს, სახალხო არტისტი, ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24 რიცხვამდე ტელეეკრანებს მოაშორეთ

185
Untitled design

“პოლიტიკის კეთების ნაცვლად, პარლამენტი გადააქციეთ ღვარძლის, დაპირისპირების, პოლიტიკური შურისძიების ასპარეზად და, სხვათა შორის, ამავე დარბაზიდან გასცემთ ხოლმე თქვენივე კოლეგების დაკავების ბრძანებას, იგივე ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი ზარქუაზე და მას სახალხო არტისტი უწოდა:

“ზოგადად, აქ არის ხოლმე ჩემი კოლეგა, სახალხო არტისტი, ზარქუა, რომელიც მიჩივის, გამლახა, მცემა და მატკინაო და სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე ჩემზეც მიმდინარეობს”, – თქვა ხაბეიშვილმა.

მან უმრავლესობის დეპუტატებს კიდევ ერთი თხოვნით მიმართა:

“ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ის სახალხო არტისტი, სახალხო მთქმელი, ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24 რიცხვამდე მაინც, იქნებ ტელეეკრანებს მოაშოროთ”.

ხაბეიშვილმა ასევე იკითხა, დაინტერესდა თუ არა რომელიმე დეპუტატი, აჩუქა თუ არა ტყე ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ მეუღლეს:

“თქვენ ხომ ხელისუფლების მაკონტროლებელი ხართ? ან მაგალითად, თუ ტყის ამბავი არ მოგწონთ, ბიძინა ივანიშვილმა ხომ თქვა, რომ ღარიბაშვილმა და მისმა ნათესავებმა მილიონები მოიპარესო და ნწუ, ნწუ, ნწუო და ამიტომ გავუშვი თანამდებობიდანო? მოიკითხეთ ის ნათესავები, რომელიმე პასუხისგებაში არის მიცემული ან თავად ღარიბაშვილს რატომ არასდროს არაფერი დაეკისრა? ეს ხომ ბიძინამ თქვა, ხაბეიშვილს ხომ არ უთქვამს? ან რატომ არასდროს დაინტერესდით ღარიბაშვილი ბერას სათამაშოს როლს რომ ასრულებდა სატელეფონო ზარის დროს, მერე ავთენტიკურობაზე, მილისტებზე და ათას სისულელეზე რომ ისაუბრეს მთავრობის წევრებმა. რატომ არ დაინტერესდით? ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად მოძალადეა იმ ჩანაწერში, ასე ირკვევა, რა გააკეთეთ, კონტროლის რა მექანიზმი ჩართეთ ამ მიმართულებით.” – თქვა ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები