LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალხი გაცილებით წინაა, ვიდრე მთელი სამოქალაქო, NGO თუ პოლიტიკური სპექტრი – ხათუნა ლაგაზიძე

211
1557830790-lagazidze-xatuna11-740x430-1

ხალხი გაცილებით წინაა, ვიდრე მთელი სამოქალაქო, ნჯო თუ პოლიტიკური სპექტრი – ამის შესახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს და მოქალაქეებს მადლობას უხდის.

“მთავარი რაც ამ დღეებმა გამოაჩინა, ხალხი გაცილებით წინაა, ვიდრე მთელი სამოქალაქო, ნჯო თუ პოლიტიკური სპექტრი. ჰოდა, ჩვენ ან ავყვებით და შევესატყვისებით ამ ხალხის მოთხოვნებს, აზროვნებას და მოლოდინებს ან პროცესების ლოგიკა თავისთავად გაწევს ნებისმიერს გვერდზე, ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე. უდიდესი მადლობა ხალხს, დაბადებიდან ევროპელ ქართველებს, ვინც იცით რისთვის ღირს სიცოცხლეც და ბრძოლაც. მთავარია თქვენ თქვენი ძალა დაინახეთ. შეუძლებელია ამხელა ენერგია და სურვილი უკვალოდ გაიფანტოს. ახლა საჭიროა სწორი ხედვა, სტრატეგიული გეგმა და ტაქტიკური მონახაზი და შედეგიც აუცილებლად მოვა”, – წერს ლაგაზიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g