LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე მმართველ გუნდს მიმართავს, “Z” სიმბოლოს გამოყენების კრიმინალიზების შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდება განიხილონ

102
BeFunky-collage (6)

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე მმართველ გუნდს მიმართავს ინიციატივით, განიხილონ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას მოწოდება “Z” სიმბოლოს გამოყენების კრიმინალიზების შესახებ.

“დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მან მეგობარ ქვეყნებს მოუწოდა, მოხდეს რუსული სამხედრო აგრესიის სიმბოლიკის – “Z“ კრიმინალიზება. ეს სიმბოლიკა ძალიან მძიმე დანაშაულს აჩვენებს, რომელსაც რუსეთი სჩადის. ეს მძიმე დანაშაული ხდება მარიუპოლში, ხარკოვში, ბუჩაში და ჰოსტომელში. ეს მძიმე დანაშაული უკრაინის ყველა მაცხოვრებელს ეხება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქვეყნებს მოუწოდებს, კრიმინალიზაცია მოახდინონ “Z” სიმბოლოს გამოყენების, რომელიც კონფლიქტში მონაწილე რუსულ სამხედრო მანქანებზეა გამოსახული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები