LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია შამუგია ეკატერინე ტიკარაძესთან მეგობრობის უცნობ ამბავს ასაჯაროებს: „მინდა, ყველამ იცოდეს…“

769
shamugiatikaradze

ცნობილი წამყვანი და პიარის სპეციალისტი, ხატია შამუგია სოციალურ ქსელში ეხმიანება ეკატერინე ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლის ამბავს და თავის პირად დამოკიდებულებას გვიზიარებს მისდამი:

„ზოგადად, პოლიტიკური პოსტები არ მხიბლავს და არც ეს მიიღოთ ამ მიმართულებით.

უბრალოდ, მისი თანამდებობის გამო არასოდეს გამისაჯაროებია, რომ ეკა ჩემი მეგობარია მე-11 კლასიდან. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მსგავს ღირსეულ, გაწონასწორებულ და არაჩვეულებრივ მეგობარს ძალიან ცოტას ვიცნობ ამ ქალაქში.

ეკას არაფერი, მაგრამ ამ მთავრობის მინისტრთა კაბინეტს კი ნამდვილად დააკლდება ღირსეული კადრი.

ეკა. მიყვარხარ და წარმატებები ყველგან და ყოველთვის. გეუბნებოდი შენ. ევროპის გოგო ხარ-მეთქი და აჰა, შენ ქართული რეალობაც“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები