LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელფასების შემცირება, უმუშევრობის ზრდა – რას გამოიწვევს შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები?

273
working-hard

რა შეიძლება გამოიწვიოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილმა ცვლილებებმა – საკითხზე საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე საუბრობს და ამბობს, რომ ეს უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს.

როგორც ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონისპროექტის „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ინიციატორებს, არ აქვთ წარმოდგენილი კანონპროექტის ეკონომიკური გავლენის შეფასება.

“ვხედავთ სამ ძირითად პრობლემას. პირველი, შემოთავაზებულ კანონპროექტს არ ახლავს ეკონომიკური დასაბუთება და შესაბამისად, როგორც ჩანს, კანონპროექტის ინიციატორებს არ აქვთ წარმოდგენა, რა ნეგატიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მას ეკონომიკასა და ბიზნესზე. მეორე ის, რომ შემოთავაზებულ კანონპროექტს შემოაქვს იმაზე მაღალი სტანდარტები, ვიდრე ეს ევროდირექტივებითაა გათვალისწინებული, ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ვიღებთ იმაზე მაღალ სტანდარტებს, ვიდრე ეს ევროკავშირის ქვეყნებშია. მესამე, მიუხედავად იმისა, რომ თავად ავტორებს შეფასება არ აქვთ, ჩვენ ბიზნესთან გვქონდა კომუნიკაცია და იმის მიუხედავად, რომ კანონპროექტის ავტორს კეთილი სურვილი აქვს, შეიძლება ამ ცვლილებებმა გამოიწვიოს უმუშევრობის ზრდა, ხელფასების შემცირება და კონკრეტული ინდუსტრიების საერთოდ გაჩერება, შესაბამისად, საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი, რამაც ბუნებრივია, ქვეყნის განვითარება შეიძლება შეაფერხოს,” – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, ამჟამად საქართველოს ბიზნესასოციაციის ოფისში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ცვლილებების პროექტი განიხილება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, შემდეგ საკითხებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა და სხვა...

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები