LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის, კერძო სექტორმა კი ვერ შეძლო ინვესტიციის სრულად მოზიდვა: არჩილ თალაკვაძე

79
HJLYHL

“ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა ამ პროექტის განხორციელებისთვის, როდესაც, პირველ რიგში, შეიტანა კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი ამ პროექტთან დაკავშირებით. შემდგომში, ის ფინანსური თუ საკანონმდებლო გარანტიები, რომლებიც პროექტს სჭირდებოდა, სრულად იყო უზრუნველყოფილი”, – პარლამენტის თავმჯდომარემ ამის შესახებ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საუბრის დროს განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განმარტა, მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, კერძო სექტორმა, რომელიც პროექტში იყო ჩართული, ვერ შეძლო ინვესტიციის სრულად მოზიდვა:

“ბიუჯეტის შესახებ კანონში პარლამენტმა მიიღო შესაბამისი ასიგნებები და დამტკიცებული იყო ესეც, იმ ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, რაზეც სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება აღებული.

ლანა გალდავა ღარიბაშვილს მიმართავს: წელს ანაკლიის პორტში პირველი გემი უნდა შემოსულიყო

გახსოვთ, რომ პირობებიც და ვადებიც არაერთხელ გადაიწია იმ იმედით, რომ მოხდებოდა ინვესტიციების მობილიზება, თუმცა ყველამ ვნახეთ, რომ, სამწუხაროდ, კერძო სექტორმა, ვინც იყო ჩართული პროექტში, ვერ შეძლო ამ ინვესტიციის სრულად მოზიდვა. რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს საფუძველს, რომ ანაკლიის პორტი, როგორც ჩვენი ქვეყნის მომავლის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გადავდოთ გვერდით”. – თქვა თალაკვაძემ.

დღეს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის მთავრობა ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს; ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სატენდერო სააგენტო დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს და დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დაეხმარებათ ინვესტორის შერჩევის პროცერსში.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი, პრემიერის განცხადებას ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის მოძიების შესახებ, მხარს უჭერს.

ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის მთავრობა ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესს იწყებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g